საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტებზე ორ მატჩს გამართავს. 14 ნოემბერს, ბორჯღალოსნები ბორდოში საფრანგეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. ამ მატჩის მთავარი არბიტრი ავსტრალიელი დეიმონ მერფია, რომელსაც საქართველოს ნაკრებისთვის არასდროს უმსაჯია. მას კიდეებიდან ინგლისელი კარლ დიქსონი და შოტლანდიელი სემ გროუ-ვაითი დაეხმარებიან.
ფიჯის ნაკრებს კი, 20 ნოემბერს ნეიტრალურ მოედანზე, მადრიდში ვეთამაშებით. აქ არბიტრი ახალზელანდელი ჯეიმს დოლმენი იქნება. მან 2019 წელს მსაოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩი განსაჯა. დეოლმენს ასისტენტობას თანამემამულე ბენ ოკეფე და იტალიელი ჯანლუკა გნეჩი გაუწევენ.