ფიჯის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გადადგა

მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, უელსის ბანაკში რომ პრობლემებია, ამაზე უკვე ვწერდით. როგორც ჩანს, მთლად დალაგებულად საქმე არც ფიჯის რაგბის კავშირს აქვს. დღეს, ცნობილი გახდა, რომ ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელი ვერნ კოტერი თანამდებობიდან გადადგა. ფიჯის რაგბის კავშირი მიზეზად პირად პრობლემებს ასახელებს. თუმცა, რეალობა რა არის უცნობია.

ამ დროისთვის ასევე უცნობია ვინ უხელმძღვანელებს ფიჯის ნაკრებს საფრანგეთში გასამართ მსოფლიოს თასზე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *