ფიჯის სამი ლიდერი დააკლდება (Video)

საქართველოს ნაკრები 20 ნოემბერს მადრიდთან ახლოს ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდება. ამ გუნდის ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც პანდემიის გამო მხოლოდ ევროპაში მოასპარეზე მორაგბეები მოხვდნენ.

უცნაურია, მაგრამ კოტერმა ნაკრებში არ გამოიძახა სრულიად ჯანმრთელი გარემარბი ნემანი ნადოლო. მასთან ერთად ტრავმების გამო ფიჯელებს ლიდერი სემი რადრადრა და კინი მურიმურივალუ დააკლდებათ.

შეგახსენებთ, რომ ფიჯი 6 ნოემბერს მადრიდში ესპანეთის ნაკრებს ეთამაშება. 13 ნოემბერს კი, კარდიფში უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ფიჯის ნაკრები

შერკინება: პენი რავაი, ერონი მავი, სამუელ მატავესი, პენიამი ნარისია, ლუკ ტაგი, მესაკე დოჯე, ლეროი მაიანავანუა, ალბერტ ტუისუე, ლეონე ნაკარავა, პესელი იატო, ჯონი დაიერი, მასივესი დაკუვაგა, მესულამე კუნავულა, ბილ მატა

უკანა ხაზი: ფრენკ ლომანი, ნიკოლა მატავალუ, ბენ ვოლავოლა, ვილიმონი ბოტიტუ, ლევანი ბოტია, ენრიკო ბულირუარუა, ვაისეა ნაიაკალევუ, ჯოსუა ტუისოვა, ერონი საუ, ამინიასი ტუიმაბა, ჯიუტა ვაინიკოლო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *