საქართველოს ნაკრები 20 ნოემებრს, მადრიდთან ახლოს ნოემბრის ტესტების ბოლო მატჩს გამართავს. მეტოქე კარგად ნაცნობი ფიჯის ეროვნული გუნდია. კუნძულელეთა სამწვრთნელო შტაბმა საბრძოლო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც უელსთან გამართული მატჩის შემდეგ ორი ცვლილებაა.
შერკინების ბურჯა პენი რავაიმ თადარიგში გადაინაცვლა. მისი ადგილი ერონი მავიმ დაიკავა. გარემარბი ერონი საუ, რომელიც ხუთი კვირითაა დისკვალიფიცირებული ამინასი ტუიმაბამ შეცვალა.
საქართველოსა და ფიჯის ნაკრებებს აქამდე ევქსჯერ უთამაშიათ. აქედან ხუთი ფიჯელებმა მოიგეს და მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს ბორჯღალოსნებმა.
თამაში თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
ფიჯი: 15. სეტარეკი ტუიკუვუ, 14. ჯოშუა ტუისოვა, 13. ვაისეა ნაიაკალევუ, 12. ვილიმონი ბოიტიტუ, 11. ამინასი ტუიმაბა, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ფრენკ ლომანი. 1. ერონი მავი, 2. სემ მატავესი, 3. მესაკე დოჯე, 4. აპი რატუნიიარავა, 5. ლეონე ნაკარავა, 6. ალბერტ ტუისუე, 7. მესულამე კუნავულა, 8. ვილიამე მატა
16. ზურელ ტოგიატამა, 17. პენი რავაი, 18. ლუკე ტაგი, 19. ტევიტა რატუვა, 20. მასივესი დაკუვაგა, 21. მოსეს სოროვი, 22. ნიკოლა მატავალუ, 23. ენრიკო ბულირუარუა