ფიჯი მაინც გადაგვირჩა – 15:15

საქართველოს ნაკრები 70 წუთის განმავლობაში იგებდა. თუმცა, ფიჯელებმა მაინც შეძლეს მარჯვენა ფრთაზე ლელოს გატანა და ანგარიშის გათანაბრება – 15:15. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ამ გუნდებს შორის პირველად მატჩი ფრედ დასრულდა.

არადა მოგებაც შეიძლებოდა. ბორჯღალოსნებმა პირველ ტაიმში პრაგმატულად, ტაქტიკურად სწორად ითამაშა და ტაიმი 9:5 მოიგო. ჩვენი მორაგბეები დომინირებდნენ შერკინებაში, დერეფანშიიც შესანიშნავად ირჯებოდნენ და დაცვაშიც მედგრად იდგნენ, ისე რომ მეტოქეს რაიმე სახეირო შეტევა არ განუხორციელებია.

ის ხუთი ქულა, რომელიც ფიჯელებმა მოიპოვეს, ფაქტობრივად, ვაჩუქეთ. ბორჯღალოსნებმა კონტრშეტევაზე იმდენი მოახერხეს, რომ მეტოქის ლელოს შვიდი მეტრით მიუახლოვდნენ. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი სისწრაფეში დავკარგეთ. შედეგად, გარემარბმა ამინასი ტუიმამბამ ლელომდე 70 მეტრი წინააღდეგობის გარეშე გაიარა.

მეორე ტაიმში ფიჯელებმა ტემპს უმატეს. თუმცა, ბორჯღალოსნებმა პირველი იერიშების მოგერიება შეძლეს და მხოლოდ ერთი საჯარიმო მიიღეს, რაზეც თედო აბჟანდაძემ ორით უპასუხა და ანგარიშში სხვაობა შვიდ ქულამდე გაიზარდა – 15:8.

სამწუხაროდ, ფიჯელებმა, როგორც უკვე ვთქვით თამაშის დასრულებამდე ათი წუთით ადრე მაინც შეძლეს ლელოს გატანა და ანგარიშის გათანაბრება. ბორჯღალოსნებს 15 ქულა (5 საჯარიმო) თედო აბჟანდაძემ მოუტანა.

საქართველო-ფიჯი 15:15

საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე.    1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე

16.გიორგი ჭყოიძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. თორნიკე ჯალაღონია, 21. მიხეილ ალანია, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემურ თაფლაძე

5ს – აბჟანდაძე

ფიჯი: 15. სეტარეკი ტუიკუვუ, 14. ჯოშუა ტუისოვა, 13. ვაისეა ნაიაკალევუ, 12. ვილიმონი ბოიტიტუ, 11. ამინასი ტუიმამბა, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ფრენკ ლომანი.   1. ერონი მავი, 2. სემ მატავესი, 3. მესაკე დოჯე, 4. აპი რატუნიიარავა, 5. ლეონე ნაკარავა, 6. ალბერტ ტუისუე, 7. მესულამე კუნავულა, 8. ვილიამე მატა

16. ზურელ ტოგიატამა, 17. პენი რავაი, 18. ლუკე ტაგი, 19. ტევიტა რატუვა, 20. მასივესი დაკუვაგა, 21. მოსეს სოროვი, 22. ნიკოლა მატავალუ, 23. ენრიკო ბულირუარუა

2ლ: ტუიმამბა, მატა. გ,ს: ვოლავოლა

Возможно, это изображение (12 человек, люди занимаются спортом и на открытом воздухе)

Возможно, это изображение (5 человек, люди занимаются спортом и на открытом воздухе)

Возможно, это изображение (3 человека, люди занимаются спортом и на открытом воздухе)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *