ფი-რმი-ნო! (თავჩაღუნული სკოლის მოსწავლესავით)

იურგენ კლოპი რობერტო ფირმინოზე: „სალაჰი მსოფლიო კლასია, მაგრამ არა ყოველთვის. მანე მსოფლიო კლასია, მაგრამ არა ყოველთვის. ფირმინო მსოფლიო კლასია ყოველთვის“

“გავა დრო და წიგნს დაწერენ თემაზე, თუ როგორ თამაშობდა ფირმინო ცრუ 9 ნომრად”

„ის ჩემი ჯადოქარია“

ძველია, მაგრამ მაგარი ფრაზებია.

კლოპმა ინტერი-ლივერპულის შესვენებისას, როცა 0:0 იყო, ფირმინო შეიყვანა დიოგო ჟოტას ნაცვლად. ბევრმა ეს ვერ გაიგო, ჟოტა ხომ მშვენიერ ფორმაშია. მაგრამ ფირმინომ გაამართლა… 75-ე წუთზე თავურით გახსნა ანგარიში და ამ გოლმა გატეხა ინტერი, მერე კი მოჰამედ სალაჰმა მეორეც მიაყოლა და 0:2 დამთავრდა.

ფირმინო 2011 წელს გერმანულმა ჰოფენჰაიმმა იყიდა ბრაზილიის ფიგუერენსედან. მაგრამ სანამ ფულს გადაიხდიდნენ, იყო გასინჯვა. და აი, რა გაიხსენა ჰოფენჰაიმის მაშინდელმა სპორტულმა დირექტორმა ერნსტ ტანერმა:

„გერმანიაში ჩვულებრივი ამბავია ტესტები ამტანობაზე, დიდ ყურადღებას აქცევენ და ასე იყო ჰოფენჰაიმშიც. ფირმინოს ყველაზე ცუდი შედეგები ჰქონდა. საშინლად ცუდი. უარესი, ვიდრე ბებიაჩემს ექნებოდა… მაშინ ვერ წარმოიდგენდი, რომ ასეთი მონაცემების მქონე ფეხბურთელი პროფესიონალურ დონეზე ითამაშებდა.

…თუმცა დარწმუნებული ვიყავი მის შესაძლებლობებში. ერთხელ დავინახე, მწვრთნელი როგორ აძლევდა შენიშვნებს, ფირმინო კი თავჩაღუნული იდგა სკოლის მოსწავლესავით და უსმენდა. მისი საქმისადმი დამოკიდებულება უმაღლეს დონეზე იყო. ფირმინოს სწავლა სურდა“ (Bleacher report)

ფირმინო ჰოფენჰაიმში შემტევი ნახევარმცველი იყო. კლოპმა ლივერპულში აქცია თავდამსხმელად და არანორმალურ დონეზე გაიყვანა – მწვრთნელ-ფეხბურთელის იდეალური ნამუშევარი…

Leave a comment

Your email address will not be published.