ფლიკის 12:0, ვერნერის 3:0 და კროოსი

2:0, 6:0, 4:0 – სამი მატჩი, სამი მოგება, ცხრა ქულა, ბურთები 12:0. ჰანსი ფლიკმა გერმანიის ნაკრებში მუშაობა მაგრად დაიწყო. მართალია, მეტოქეები ლიხტენშტაინი, სომხეთი და ისლანდია ჰყავდა, მაგრამ ისინი ჰყავს შესარჩევში და რა გერმანიის ბრალია?..

საინტერესოა, რომ ტიმო ვერნერმა სამივე თამაში შეუცვლელად ჩაატარა და სამივეში გაიტანა გოლი. არადა, ჩელსიში 8-მატჩიანი უგოლო სერია აქვს.

და კიდევ, ტონი კროოსმა გააკეთა კომენტარი გერმანიის ნაკრებზე… როგორც იცით, კროოსმა ზაფხულში სანაკრებო კარიერა დაასრულა:

„ფლიკს შეუძლია ნებისმიერ დროს დამირეკოს და აუცილებელი არაა, რომ ეს საფეხბურთო თემაზე იყოს. კარგი ურთიერთობა გვაქვს, ნებისმიერ რამეზე შეიძლება ვისაუბროთ. ევროპის ჩემპიონატის მერე დიდხანს ვილაპარაკეთ: სურვილებზე, იდეებზე, გეგმებზე. იმედი მაქვს, ფლიკი წარმატებული იქნება ნაკრებში და ჩემთან დარეკვა არ დასჭირდება სპორტულ საკითხზე“ (Sky Sports).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *