SPORT1-თან ინტერვიუში, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, ბაიერნის ამჟამინდელი თავკაცის, იულიან ნაგელსმანის შესახებ ისაუბრა
“ვფიქრობ, იულიანი დიდებული, ტოპ დონის მწვრთნელია. საქმეს ბრწყინვალედ აკეთებს. მასთან ყველაფერი რიგზეა, ხშირად ერთმანეთს იდეებსაც ვუზიარებთ.
ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ. ფეხბურთში ნორმალურია, როცა ერთს მეორე ანაცვლებს.
ძალიან ბედნიერი ვარ, გუნდი ფეხბურთს როგორც თამაშობს,” – თქვა ჰანსიმ