ფლოიდ მეივეზერისა და ლოგან პოლის დაპირისპირება ორი დღეა საბრძოლო სამყაროს მთავარი განხილვის თემაა. დიდი ნაწილი უკმაყოფილოა სანახაობით და თავს იმედგაცრუებულად გრძნობს, ბევრს კი ბრძოლა წინასწარ განსაზღვრულით სცენარით წარმართული ჰგონია. კონსპირაციის თეორიის მოყვარულებს სხვა რიგ ფაქტებთან ერთად, ამაში ბრძოლის ერთი მომენტიც არწუმებთ – ბრძოლის ერთ მომენტში ლოგანი ფლოიდის მარჯვენა ჰუკის მერე უეცრად მოწყდა, თუმცა ფლოიდმა იგი დაიჭირა და წაქცევის საშუალება არ მისცა, რამდენიმე წამი ასე ეჭირა, რა დროშიც იუთბერმა გამოფხიზლება მაოსწრო.
ფლოიდმა ლოგანი ჯერ გათიშა, თუმცა შემდეგ დაიჭირა [VIDEO]
