ფლოიდს ლოგან პოლთან გაუჭირდა – ბრძოლის მიმოხილვა [VIDEO]

ფლოიდ მეივეზერისა და ლოგან პოლის დაპირისპირება ნოკაუტის გარეშე დასრულდა, მეტიც – ფლოიდი პოლის დანოკდაუნებასთანაც კი არ ყოფილა ახლოს ბრძოლის მიმდინარეობისას. გაბარიტებში განსხვავებამ თავისი შედეგი გამოიღო, მიუხედავად ფლოიდის რამდენიმე კარგი დარტყმისა, ლოგანმა საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილება დატოვა – იგი ახერხებდა ფლოიდის ფეთქებადი დარტყმების მოგერიებას და შემდეგ ქლინჩში დროულად შესვლას.

საწყისი რაუნდები ფლოიდმა, ისევე როგორც კონორთან ბრძოლისას, შედარებით პასიურად დაიწყო მეტოქის შესწავლისა და დაღლის მიზნით. ეს სიტუაცია ლოგანმა გამოიყენა და პირველ 2 რაუნდში აშკარად დაჯაბნა ლეგენდა. თუმცა შემდეგ ფლოიდი გააქტიურდა, მართალია მან ვერ შემოგვთავაზა ის რასაც დაგვპირდა და ის, რასაც გულშემატკივრები მისგან ელოდნენ, თუმცა სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ ფლოიდი ამ ბრძოლას მსაჯების ყოფნის შემთხვევაში ულაპარაკოდ მოიგებდა. ფაქტი ერთია – ფლოიდმა ლოგანი ვერ “გალახა”, ლოგანმა კი იმაზე მეტი შეძლო, რასაც მისგან ელოდნენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *