დაუმარცხებელი ფლოიდიც დამარცხებულა. ფლოიდს თავისი შთამბეჭდავი 50 – 0-ზე პროფესიონალურ კრივში აქვს, მანამდე, სამოყვარული კრივში მისი მონაგარი შემდეგნაირად გამოიყურება – 84 – 8-ზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ბოლო მარცხი, 1996 წლის ოლიმპიადის ფინალში, ბულგარელი სერაფიმ ტოდოროვის წინააღმდეგ. ბევრის აზრით, ეს ბრძოლა ფლოიდს მსაჯებმა მოპარეს. ეს იმდენად შესამჩნევი იყო მისი უპირატესობა, რომ ბოლოს, მიუხედავად იმისა, გამარჯვებულად ბულგარელი გამოცხადდა, რეფერიმ მისდაუნებურად ხელი მაინც ფლოიდს აუწია. ბრძოლის შემდგომ, 19 წლის ფლოიდმა ემოციები ვერ შეიკავა და ინტერვიუს მიცემაც კი ვერ შეძლო. ეს იყო უკანასკნელი მარცხი ფლოიდის როგორც სამოყვარულო, ასევე პროფესიონალურ კარიერაში.
View this post on Instagram