ფლორენტინო პერესი : “მბაპე და ჰოლანდი საოცარი ფეხბურთელები არიან”

მადრიდის “რეალში” კარლო ანჩელოტიმ სამწვრთნელო კარიერა კვლავ განაახლა. დაბრუნების შემდეგ იტალიელი სამუშაო პროცესს საწვრთნელ ბაზაზე შეუდგა, ესპანური მედიის ცნობით კარლო კლუბის პრეზიდენტს რამდენჯერმე შეხვდა და სატრანსფერო გეგმების შესახებ ვრცლად ისაუბრეს. სამეფო კლუბი სუპერ ტრანსფერის განხორციელებას ამ ზაფხულშივე შეეცდება, სახელდება კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდი, ძნელად სავარაუდოა ორივე მათგანი თეთრების მაისურით ვიხილოთ, თუმცა პერესმა მედიას ორივე ფეხბურთელის შესახებ პირადი აზრი მოახსენა :

” კილიანი საოცარი ფეხბურთელია, მისი სათამაშო სტილი და თვისებები, მას გამორჩეულს და განსაკუთრებულს ხდის. ის ნებისმიერ გრანდს გააძლიერებდა, რაც შეეხება ჰოლანდს, ნორვეგიელს ბრწყუნვალე ბუნდესლიგური სეზონი ქონდა, მას გოლის გატანის საოცარი ალღო აქვს, კონკრეტულად არცერთ მათგანზე არ ვისაუბრებ, ამჟამად ისინი სხვა კლუბებს ეკუთვნიან ” – თქვა პერესმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *