ფონდმა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან მემორანდუმი გააფორმა

2021 წლის 15 ოქტომბერს, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან.

მემორანდუმს ფონდის მხრიდან პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო ფედერაციის მხრიდან პრეზიდენტმა, მიხეილ აბაიშვილმა მოაწერეს ხელი.

შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა.

დაგეგმილია საგრანტო კონკურსების გამოცხადება.

ფონდის ოფიციალური პარტნიორია კომპანია “ლიდერბეთი”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *