ფორმულა ერთის ვარსკვლავები რუსეთის გრან-პრის წინააღმდეგ

24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. ეს ფაქტი დღევანდელი მსოფლიოს მთავარი განსახილველი თემაა. საუბრები არ წყდება რომ, რუსეთი უმძიმეს სანქციებს მიიღებს. სანქციები შესაძლოა სპორტსაც შეეხოს.

ფორმულა ერთის ვარსკვლავები 23-25 სექტემბერს რუსეთში გასამართ გრან პრის ბოიკოტს უცხადებენ. პირველი ვინც ამ თემაზე საუბარი დაიწყო სებასტიან ვეტელი იყო.

“მე იქ არ ჩავალ, იქ რბოლის ჩატარება არასწორია. ვთვლი, რომ რუსეთის გრან პრი აღარ უნდა ჩატარდეს.”განაცხადა პრესკონფერენციაზე გერმანელმა პილოტმა

“არ არის სწორი იმ ქვეყანაში რბოლის ჩატარება, რომელიც ომობს.”მაქს ფერსტაპენი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *