ფოტოკლასიკა: ნახეთ, ვის მიჰყავს საბჭოთა “ვაზ 2101”

იცით ამ ფოტოს ისტორია? არცთუ გავრცელებული ფოტო. უნგრულ გაზეთებში გამოჩნდა. ფორმულა 1-ის ლეგენდარული ბრაზილიელი პილოტი აირტონ სენა საბჭოურ ვაზ-2101-ს მიაქროლებს…

რაზე დასჭირდა სენას „ნოლ ადინი“? (როგორც ყველა ეძახდა ამ მანქანას). ეს 1986 წელს მოხდა, მაშინ ფორმულა 1-ის გრან პრი პირველად ჩატარდა სოციალისტურ სახელმწიფოში, კერძოდ კი, უნგრეთში. იმ დროს ჯერ კიდევ „ლოტუსის“ პილოტმა სენამ კვალიფიკაციის წინ ითხოვა მანქანა, რომელიც უნგრელებში პოპულარობით სარგებლობდა. მას სურდა ჰუნგარორინგის ტრასის თავისებურებების შემოქმება…

სხვათა შორის, 1986 წლის ჰუნგარორინგის გრან პრი პირველია, რომელიც საბჭოთა ტელევიზიამ აჩვენა. ისიც ჩანაწერი.

ის გრან-პრი სენას თანამემამულემ ნელსონ პიკემ მოიგო. თავად სენა მეორეზე გავიდა.

Leave a comment

Your email address will not be published.