ჟოზე მოურინიო რომას ახალი მწვრთნელია. იგი სულ მალე ჩავა რომში და საქმეს შეუდგება. ჯალოროსის არჩევანზე დედაქალაქელთა ლეგენდამ ფრანჩესკო ტოტიმ ისაუბრა.
“როცა მოურინიო საქმეს შეუდგება, ის აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას. ვფიქრობ რომამ მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი აირჩია. ფეხბურთელობისას მასთან ერთად დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი. ჩემი რომაში დაბრუნება? ამ დროისთვის საჩემო ადგილი არ არის.”-განაცხადა ტოტიმ.
რომას ბოლოს პაულო ფონსეკა ხელმძღვანელობდა, რომელიც ჯალოროსის 2019-21 წლებში წვრთნიდა. ბოლო სეზონში რომამ 62 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილი დაიკავა.