ფრენსის ნგანუმ სირილ განი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა [VIDEO]

UFC 270-ის მთავარი ორთაბრძოლა, ფრენსის ნგანუს გამარჯვებით დასრულა. მძიმე წონის სატიტულო დაპირისპირებაში, კამერუნელმა ჩემპიონმა 5 რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ, მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ეს ნგანუს პირველი გამარჯვება იყო მსაჯთა გადაწყვეტილებით. ასევე პირველი იყო აღნიშნული მარცხი სირილ განისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ განი დგომში ძალიან კარგად გამოიყურებოდა და მეტი დარტყმა, მეტი სიზუსტით მიაყენა მოწინააღმდეგეს, ნგანუმ ბრძოლის ბედი ჭიდაობით გადწყვიტა. მან ბრძოლის გარდამტეხ მომენტებში რამდენიმე ეფექტური გდება გააკეთა, რის შემდეგაც შეძლო მეტოქის მიწაზე გაკონტროლება და რაუნდების წამოღება. ეს ნგანუს პირველი ტიტულის დაცვა იყო მას შემდეგ, რაც 1 წლის წინ, სტიპე მიოჩიჩი ბრუტალური ნოკაუტით დაამარცხა და მძიმე წონის სრულფასოვან საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

Leave a comment

Your email address will not be published.