დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგა მოიგო. მეორე ადგილოსანი დინამო თბილისი სამტრედიაში სამტრედიას ესტუმრა, მატჩი უგოლოდ დასრულდა, ქულათა სხვაობა 4-მდე შემცირდა, თუმცა რახან 1 ტურია დარჩენილი, ბათუმელები უკვე ოფიციალურად გახდნენ ჩემპიონები.
დინამო ბათუმი საქართველოს მეათე ჩემპიონია. საქართველის პირველობა აქამდე დინამო თბილისმა, ქუთაისის ტორპედომ, გორის დილამ, ვიტ ჯორჯიამ, ბოლნისის სიონმა, სამტრედიამ, საბურთალომ, რუსთავმა და ზესტაფონმა იზეიმეს.
ვერავინ იტყვის, რომ გეგუჩაძის გუნდმა პირველობა დაუმსახურებლად მოიგო. აჭარლებმა მთავარ კონკურენტ დინამო თბილისს 4-დან 3 თამაში მოუგეს, 1 ფრედ დაასრულეს. გარდა ამისა დინამო ქართული გუნდებიდან ევროტურნირებზე ყველაზე კარგად გამოვიდა. მართალია ამას ჩემპიონატთან კავშირი არ აქვს, თუმცა ესეც ცხადყოფს, რომ ბათუმელები საქართველოში მართლაც საუკეთესოები არიან.
ფოტო: დინამო ბათუმის ფეისბუქ გვერდი