გუშინ, დაუმარცხებელმა ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ და პედი პიმბლეტმა სოც. ქსელში სიტყვები გაცვალეს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თოფურია UFC London-ზე იბრძოლებდა, პიბლეტმა გასულ წელს დაწყებული კონფლიქტი გაიხსენა.
“ვნახავთ, თუ ეყოფა გამბედაობა იგივე პირისპირ მითხრას, რასაც თვეების წინ ამბობდა. ვერ ვითმენ, ერთი სული მაქვს!”
We see if he has the balls to say anything to my face like he said he wud a few months ago ay fella I can’t wait 😉🤗
— Paddy The Baddy (@theufcbaddy) February 17, 2022
ინგლისელი ვარსკვლავის არც ეს განცხადება დატოვა თოფურიამ უპასუხოდ და თვითერზევე დაწერა:
“ფრთხილად იყავი შენს სურვილებთან! შენთვისვე აჯობებს არასდროს გადამეყარო.”
Be careful what you wish for buddy. For your sake, you better hope you never see me 🙊🙈🙉
— Ilia Topuria (@Topuriailia) February 18, 2022