ავსტრალიაში გრძელდება UNITED CUP-ის საერთაშორისო ტურნირი. ქალაქი სიდნეი C ჯგუფის მატჩებს მასპინძლობს, სადაც ჩეხეთის, ა.შ.შ-ს და გერმანიის ნაკრებები იბრძვიან პლეიოფში გასასვლელად.
2 სათამაშო დღის შემდეგ ჩეხეთს თანაბარი მოგება/წაგების ბალანსი გააჩნია 1-1 (4-1 წააგო ა.შ.შ-სთან, 3-2 მოუგო გერმანიას) და ჯგუფს სათავეში უდგას.
ამერიკის და გერმანიის ნაკრებები ერთმანეთს ლაივ რეჟიმში უპირისპირდებიან და თუ ევროპელებმა დაამარცხეს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის წარმომადგენლები, მაშინ C ჯგუფის სამივე წარმომადგენელს მოგება/წაგების ბალანსი თანაბარი ექნება, ასეთ შემთხვევაში კი გადამწყვეტი ურთიერშეხვედრებში დაფიქსირებული პირადი ანგარიშები იქნება.
გერმანია/ა.შ.შ-ს დაპირისპირების მთავარ მატჩად ტეილორ ფრიცი vs ალექსანდრ ზვერევი მიიჩნეოდა. გაცემულმა ავანსებმა სამწუხაროდ არ გაამართლა, რადგან ამერიკელთა პირველმა ჩოგანმა ძალიან მარტივად 6-1 6-4 მოუგო ტრავმის შემდეგ ATP TOUR-ზე ახალ დაბრუნებულ საშა ზვერევს.
პირველ პარტიაში ბრძოლა ფაქტიურად არ ყოფილა – ტეილორმა საწყისი 5 გეიმი მოიგო და სულ რაღაც 22 წუთში სეტი გამარჯვებით დაასრულა 6-1.
მეორე პარტიის სტარტზე ამერიკელმა კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის დაბრეიკება და შემდეგ უპრობლემოდ შეინარჩუნა ეს ჰანდიკაპი მატჩის ბოლომდე 6-1 6-4.