ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, იტალიისა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა. ხორდი ალბამ, სერხი ბუსკეტსის გასვლის შემდეგ, კაპიტნის სამკლავური მოირგო. აქამდე, ეს პატივი, მას მხოლოდ ორჯერ რგებია. იტალიის ნაკრების კაპიტანი კი გამოცდილი ჯორჯო კიელინია, რომელიც ევროპის ჩემპიონატს მეოთხედ თამაშობს. პენალტებამდე, “აძურის” დაცვის ბურჯი იცინოდა, მეტოქეს ლოყაზე ჩქმეტდა, ეხუტებოდა, რითაც მის გუნდს წნეხს აშორებდა, მოწინააღმდეგეს კი დაძაბულობას მატებდა. ხორდი ალბას სახეზე ყველაფერი აწერია.