იუვენტუსის თავს არასასიამოვნო ამბებია. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიური გრანდის წინააღმდეგ ფინანსური გამოძიება მიმდინარეობს. საქმე იმაშია, რომ სამართალდამცავებს ცნობა გაუჩნდათ იუვენტუსს, ფეხბურთელებს და აგენტებს შორის ფარული გარიგებების შესახებ. სწორედ ამის საფუძველზე დაიწყო გამოძიება.
იმ შემთხვევაში თუ იუვენტუსს ბრალი დაუმტკიცდება, შესაძლოა გუნდი მინიმუმ ევროტურნირებიდან მოხსნან. როგორც ცნობილია, ფინანსურ დარღვევებზე ეჭვი კოვიდ პანდემიის პირველ პერიოდზეა და საქმე ფეხბურთელების 3 თვის ხელფასს ეხება. სწორედ ამ შესაძლო ფარულ გარიგებებზე მიმდინარეობს გამოძიება.
იუვენტუსი სერია ა-ში 31 ქულით მე-3 ადგილზეა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფიდან ევროპა ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლა, სადაც ნანტს შეხვდება.