ყიდვა-გაყიდვის თემები… ბოლო 10 წლის განმავლობაში რომელ კლუბს რა გასავალი ჰქონდა, ან რომელი დარჩა ყველზე დიდ ფინანსურ მოგებაში? საინტერესოა და სტატისტიკა გამოაქყვეყნა სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა CIES-მა. (ეხებათ მხოლოდ ტოპ-ხუთეული ლიგის კლუბებს)
ყველაზე მეტად „წაგებაშია“ მანჩესტერ იუნაიტედი, რომელმაც ჯამში 1 545 მილიარდი ევრო დახარჯა ფეხბურთელების მოყვანაში, ხოლო 470 მილიონი ევროსი – გაყიდა. ესეც მინუს 1 075 მილიარდი. ამხელა სხვაობა არცერთ სხვა კლუბს არ აქვს.
ათეული: (ანუ, ფრჩხილებში პირველი რიცხვი ყიდვაში დახარჯული, მეორე ციფრი – გაყიდვიდან მიღებული)
მანჩესტერი – მინუს 1 075 მილიარდი (1545 – 470)
მანჩესტერ სიტი – მინუს 984 მილიონი ევრო (1699 – 715)
პსჟ – მინუს 941 (1445 – 504)
ბარსელონა – მინუს 650 (1630 – 980)
არსენალი – მინუს 583 (1029 – 446)
იუვენტუსი – მინუს 561 (1542 – 981)
მილანი – მინუს 432 (884 – 452)
ევერტონი – მინუს 429 (911 – 482)
ასტონ ვილა – მინუს 424 (701 – 277)
და რაც შეეხებათ მომგებიან კლუბებს, ტოპ-ხუთი ლიგის გუნდებიდან ყველაზე მეტი ფინანსური სარგებელი ლილმა ნახა. ამ 10 წლის განმავლობაში ლილმა 668 მილიონი ევროდა გაყიდა ფეხბურთელები, თავად კი ჯამში 319 მილიონი გადაიხადა. 349 მილიონი პლუსი…
ლილი ბევრად უსწრებს სხვა კლუბებს: მარსელი (+247 მილიონი), ჯენოა (+200), უდინეზე (+172), ატალანტა (+162).
თუმცა სარგებელია თუ წაგება, ამას არა მხოლოდ ტრანსფერის თანხა, არამედ სხვა ამბები წყვეტს. რამდენად გამოადგება ფეხბურთელი ამ გუნდს. აი, ლილი ამდენს ჰყიდის, მაგრამ შარშან საფრანგეთის ჩემპიონი გახდა…