მიუნხენის ბაიერნის პერზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ჩატარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
“ვფიქრობ, ეს იდეა არ უნდა განხორციელდეს. ბაიერნი ამის წინააღმდეგია. მსოფლიო ჩემპიონატი 4 წელიწადში ერთხელ იმართება და გულშემატკივრები ამით კმაყოფილნი არიან.
მესმის, ფული სპორტში როგორი მნიშვნელოვანიცაა, მაგრამ ფულისთვის ფეხბურთის გაწირვა არ შეიძლება,” – თქვა ჰაინერმა.