ქალებმა დაგღუპეს თქვენ…

კომპანია ამაზონმა დოკუმენტური ფილმი გადაიღო ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილ ვარსკვლავზე, უეინ რუნიზე.

კერძოდ, ფილმში ვრცელი ეპიზოდი ეძღვნება 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების ცოლ-შეყვარებულთა ხანგრძლივ ვიზიტს. კოლინ რუნი, ვიქტორია ბექემი, სტივენ ჯერარდის პარტნიორი ალექს კერანი და კომპანია ძალიან გამომწვევად იქცეოდნენ ქალაქ ბადენ ბადენში, სადაც სამი ლომის დელეგაცია დაბანაკებულიყო.

ტაბლოიდები მათზე უფრო ხშირად წერდნენ ვიდრე ფეხბურთელებზე.

It's a nonsense' - Man Utd legend Gary Neville fooled Wags England was  'distraction' in Wayne Rooney Amazon documentary - USTimeToday

ფილმის ნახვის შემდეგ, ნაკრების მაშინდელმა მოთამაშემ, ამჟამად კი საფეხბურთო ექსპერტმა, გარი ნევილმა, ჟურნალიტებს უთხრა, რომ ეს დიდი შეცდომა იყო ხელმძღვანელობოს მხრიდან. გოგოები ფეხბურთელებს გონებას უფანტავდნენ და მთავარი საქმის მაგიერ, მათზე აფიქრებინებდნენ.

ინგლისელებმა იმ მუნდიალზე ასპარეზობა მეოთხედფინალში დაამთავრეს. პორტუგალიასთან წააგეს თერთმეტმეტრიანების სერიაში.

 

Victoria Beckham is unrecognisable in hotpants and hair extensions - photos  | HELLO!

Leave a comment

Your email address will not be published.