ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ქალთა ჩოგბურთის წყვილთა თანრიგის ფინალში ბარბორა კრეიჩიკოვას და კატერინა სინიაკოვას ჩეხურმა დუეტმა 7:5 6:1 სძლია ბენჩიჩი/გოლუბიჩის შვეიცარიულ ტანდემს და ოქროს მედლები მოიპოვა.
24 მაისიდან მოყოლებული, ბარბორა კრეიჩკოვამ ერთეულთა და წყვილთა თანრიგში ჯამში 38 მატჩი გამართა, საიდან 35 მოიგო.
ერთეულთა თანრიგში ბარბორამ 24-დან 22 შეხვედრაში იმარჯვა, წყვილთა თანრიგში კი სინიაკოვასთან ერთად 14-დან 13-ში.
კრეიჩკოვამ ერთეულთა თანრიგში შეძლო როლან გაროსის, სტარასბურგის და პრაღის ტურნირების მოგება, ხოლო წყვილთა თანრიგში ასევე ტრიუმფით დაასრულა ოლიმპიადა და საფრანგეთის ღია პირველობა.
ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ, ჩეხ ჩოგბურთელებს ოლიმპიადებზე 9 მედალი აქვთ მოპოვებული(მიმდინარე ოლიმპიადაზე მარკეტა ვონდრუშოვამ ვერცხლის მედალი მოიპოვა ერთეულთა თანრიგში, ფინალი წააგო ბელინდა ბენჩიჩთან), თუმცა ოქროს მედალი ერთადერთია – სინიაკოვა/კრეიჩკოვას დუეტის (2021 წელი).
შეგახსენებთ, რომ ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში, ბოლო ჩოგბურთელი რომელმაც ოლიმპიადა მოიგო გახლდათ მილოსლავ მეჩირი(1988 წელი), თუმცა იგი თანამედროვე სლოვაკეთის ტერიტორიაზეა დაბადებული და ამჟამად ბრატისლავაში ცხოვრობს.