ქალი მორაგბეები ვაჟთა კვალს დაადგებიან

შვიდკაცა რაგბის ქალთა გუნდი 2-4 დეკემბერს დუბაიში, საერთაშორისო წვეულ ტურნირ International invitation Women-ზე ითამაშებს.

“პანდემიის გამო შვიდკაცა რაგბუს ქალთა ნაკრებს ტურნირებს შორის ძალიან დიდი წყვეტა აქვს და გოგონები უთამაშებლები არიან. ასეთ დროს მსგავს გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა დიდი ბედნიერებაა. წელს დუბაიში ძალიან ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი და ვეთამაშებით ისეთ გუნდებს, რომელთა პირველი ნაკრებები ჩემპიონატში მონაწილეობენ. კარგია, რომ სატურნირო თვალსაზრისით ჩვენზე არ იქნება წნეხი. ეს როგორც მწვრთნელებს, ასევე თავად მოთამაშეებს, პატარ-პატარა ამოცანების დასახვასა და გადაწყვეტაში დაგვეხმარება, რაც შემდეგ ოფიციალურ შეხვედრებში გამოგვადგება”. – თქვა ნაკრების მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ.

საქართველოს ნაკრები: სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (ხობი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), ლიკა პერტაია (დარჩელი), სალომე საღარაძე (ხობი), თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), თამარი მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანა კაპანაძე (ოზურგეთი), ანა ხაბულიანი (თბილისი), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი), მარიამ ბერანძე (ზუგდიდი).

Leave a comment

Your email address will not be published.