ქართველების ოთხი ლელო

რუსეთის ჩემპიონატში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. მიხეილ გაჩეჩილაძისა და დავით მესხის ენისეიმ სტუმრად დაამარცხა ირაკლი სვანიძისა და ნიკოლოზ ჩუმაშვილის სლავა – 33:22.

ჩუმაშვილმა, რომელიც თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო ლელო გაიტანა. ეს მიმდინარე სეზონში მისი მეორე ლელოა. სვანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 43-ე წუთზე გაასინბინეს. გაჩეჩილაძეს და მესხს არ უთამაშიათ.

გიორგი ჭყოიძის, ნიკა ცირეკიძისა და ტარიელ დონაძის პენზის ლოკომოტივმა შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა როსტოვი – 101:13. ჭყოიძემ ორი ლელო მიითვალა, ცირეკიძის ანგარიშზე ერთი ლელოა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *