საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონის ფინალურ მატჩში დავით ქუბრიაშვილისა და ვახტანგ ჯინჭარაძის “პერპინიანმა” შინ დაამარცხა თორნიკე ჯალაღონიას, უჩა ჭეიშვილისა და ვახტანგ ახობაძის ბიარიცს სძლია 33:14 და მომავალი სეზონიდან პირველ დივიზიონში ითამაშებს. ბიარიცი კი, გადასასვლელ მატჩში დაუპირისპირდება პირველ დივიზიონში ბოლოსწინა ადგილზე გასულ კონსტანტინე მიქაუტაძის ბაიონს. ამ ბასკურ დერბიში გამარჯვებული ელიტაში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
პირველი დივიზიონი ბოლო ადგილზე დაასრულა და მეორე დივიზიონში დაქვეითდა გიორგი თეთრაშვილის აჟენი. ჩემპიონობისთვის ბრძოლას კი, ქართველთა სამი გუნდი განაგრძობს. ესენია: გურამ გოგიჩაშვილისა და გია ხარაიშვილის რასინგი, ბექა გორგაძის, ლექსო ყაულაშვილისა და ლაშა ტაბიძის “ბორდო” და გიორგი მელიქიძისა და ვასილ კაკოვინის სტად ფრანსე.
რასინგი პლეი ოფის ნახევარფინალში შინ მიიღებს სტად ფრანსეს, ხოლო ბორდო კლერმონს უმასპინძლებს. პირდაპირ ნახევარფინალში ითამაშებენ ტულუზი და ლა როშელი. პლეი ოფს მიღმა დარჩნენ ქართველი მორაგბეების გუნდები ტულონი, კასტრი და ბრივი.