“ქართველები მწერდნენ და მქომაგობდნენ… ილია უფრო ესპანელია, ვიდრე ქართველი ” – ევლოევი

მოგეხსენებათ, UFC-ს დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია UFC 270-ზე ასევე დაუმარცხებელ ინგუშ მებრძოლს, მოვსარ ევლოევს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა ბრძოლა არ შედგა. ევლოევი კოვიდით დაინფიცირდა, ილიას ახალი მეტოქე შეურჩიეს თუმცა შემდეგ ქართველს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები და ბრძოლას ისიც გამოეთიშა.

მოვსარისა და თოფურიას ბრძოლის ჩანიშვნიდან მალევე, მებრძოლებს შორის თრეშ თოქი დაიწყო, რომელიც დროდადრო უფრო მწვავდებოდა. თავდაპირველად ილიამ ევლოევის პირველ რაუნდში დანოკაუტება ივარაუდა, რამაც ევლოევი გააღიზიანა და თოფურიას დაემუქრა, რომ წითელი ტილოსავით ათრევდა. თრეშ თოქი არც ბრძოლის ჩაშლის შემდეგ შეწყდა, მიუხედავად იმისა რომ ელოევს უკვე ახალი მეტოქე ჰყავს.

Hustle MMA-ს პოდკასტში ევლოევმა თოფურიას შესახებ ვრცლად ისაუბრა:

“მას შემდეგ, რაც ბრძოლა ჩაინიშნა, ილიამ ჩართო თავისი ფსევდო თრეშ თოქი და მეც უბრალოდ ავყევი. უბრალოდ ჯდომა და მოსმენა საინტერესო არაა. თანაც არ მინდოდა ჩემს ირგვლივ მყოფებს ეფიქრათ, რომ ვითმენდი. ესპანეთის ვიზა ამეღო, იქ ჩავფრენილიყავი და იქ გამერკვია ყველაფერი, ამის დროც არ იყო. ასე რომ მას მისივე იარაღით დავუპირისპირდი.”

“ბრძოლის ჩანიშვნამდე მას მაიამიში რამდენჯერმე შევხვდი, წვეულებაზეც გადავიკვეთეთ, ვისაუბრეთ. და ამის შემდეგ, თვითერზე ვხედავ რომ მან ჩემი პირველივე რაუნდში დანოკაუტება დააპროგნოზა.

“იქედან გამომდინარე, რომ იგი ევროპაში დაიბადა, მამამისიც ევროპაში დაიბადა, საქართველოში არც კია ნამყოფი – ილია უფრო მეტად ესპანელია, ვიდრე ქართველი. არ ვიცი, რა არ მოეწონა როდესაც მას ესპანელი ვუწოდე, ის ხომ ესპანეთის დროშიც ქვეშ გამოდის. მას წითელი ტილო ვუწოდე, მაგრამ ყურადღება “ესპანელზე” გამიმახვილა, კარგი, აწი მხოლოდ წითელ ტილოს დავუძახებ.”

ევლოევს წამყვანმა ჰკითხა, იყო თუ არა ამ პერიოდში ქართველებისგან მისი მისამართის შეტყობინებები სოც ქსელში, რაზეც ინგუშმა უპასუხა: “კი, მწერდნენ ქართველები, თუმცა პირიქით, მამხნევებდნენ და მგულშემატკივრობდნენ. მგონია, რომ მე უფრო მეტი გულშემატკივარი მყავს საქართველოში, ვიდრე მას ესპანეთში”

იხილეთ ვიდეო

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *