ქართველთა წარუმატებელი დღე ნბა-ში

ნბა-ში გრძელდება მოსამზადებელი ეტაპი ახალი, 2021-22 წლების სეზონისთვის. დღეს გამთენიისას მორიგი საგამოფენო მატჩები ჩაატარეს „ქართულმა“ გუნდებმა – „ინდიანამ“ და „მილუოკიმ“.

„პეისერზმა“ საკუთარ Bankers Life Field House-ზე უმასპინძლა „მემფისს“ და დრამატულ ბრძოლაში მეტოქე 109:107 დაამარცხა.

მეოთხე მეოთხედის მიწურულს, შეხვედრა ჯერემი ლემბის და ზაირ ვილიამსის დაპირისპირებად იქცა. ორივე კალათბურთელი ბრწყინავდა შეტევაში, თუმცა საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე, ლემბის ჩაგდებული ორქულიანით „ინდიანამ“ მატჩი მაინც მოიგო.

სამწუხაროდ ისევ ცუდად ითამაშა „პეისერზის“ ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ, რომელმაც პარკეტზე 9 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ყველა საკალათბურთო ასპექტში ნოლები ქონდა. გოგამ სამჯერ შეუტია მეტოქის კალათს და სამივე სროლა გააფუჭა, ბითაძემ მოედანი 0 მოხსნით, 0 პასით და 0 დაფარებით დატოვა.

null

ნბა-ს მოქმედი ჩემპიონი „მილუოკი“ სოლტ ლეიკ სიტის ესტუმრა და 120:124 დამარცხდა „იუტასთან“.

თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე მატჩის ბედი აქაც მეოთხე მეოთხედის უკანასკნელ წუთზე გადაწყდა – ელაიჯა ჰუგმა ჯერ სამქულიანი ჩააგდო, მომდევნო შეტევაში კი ორივე საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა და „ჯაზმენები“ 124:118 დააწინაურა. დარჩენილ მცირე დროში ტრემონ ვოტერსმა საშუალოდ დისტანციიდან ჩასვა ორქულიანი და შეამცირა მასპინძლებთან ჩამორჩენა, ძირითადი დროის დასრულებამდე 11 წამით ადრე კი უკვე სანდრომ გააფუჭა ტყორცნა და მალე საფინალო სირენის ხმაც გაისმა.

მამუკელაშვილმა პარკეტზე 17 წუთი დაყო და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 2 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა თამაშიდან რვაჯერ ესროლა და მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო. სანდროს ვალიდობა კი მინუს 23 გახლდათ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *