17-19 თებერვლის ჩათვლით, ისრაელის ქალაქი თელ-ავივი, ძიუდოს გრანდ სლემს მასპინძლობდა. პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს დროშით 15 ძიუდოისტი ჭიდაობდა. 15 სპორტსმენიდან საპრიზო ადგილზე 3 ქართველი გავიდა.
57 კგ-მდე კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა ფინალში იასპარეზა, თუმცა ფრანგ მეტოქესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ოქროს მედლით დაასრულა ასპარეზობა 20 წლის ილია სულამანიძემ. 100 კგ-მდე კატეგორიაში ილიამ ნიდერლანდელი მაიკლ კორელი დაამარცხა.
რაც შეეხება მესამე მედალს – გურამ თუშიშვილმა აბსოლიტურ წონითი კატეგორიის ფინალში ბრაზილიელ რაფაელ სილვას სძლია და კარიერულ მონაგარს თელ ავივის გრანდ სლემის ოქროც შემატა.