საქრთველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ლიგის სუპერფინალის გათამაშება, რომელიც თბილისში იმართება, გამარჯვებით დაიწყეს. ჩვენმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით დაამარცხა იაპონიის ეროვნული გუნდი – 13:12.
ხვალ, ქართველი წყალბურთელები მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რომელმაც თავის მხრივ აშშ-ს სძლია – 10:6. ამერიკელებს კი, ჩვენი გუნდი 28 ივნისს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები: ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე, ნიკოლოზ შუბლაძე, ნიკა შუშიაშვილი, ბორის ვაპენსკი, რევაზ იმნაიშვილი (კ), საბა დვალი, ბექა ქავთარაძე, ვატო დადვანი, მარკო იელაჩა, გიორგი მესხი, გიორგი მაგრაქველიძე, გიორგი თეთრაძე, სანდრო ადეიშვილი, ანდრია ბითაძე, ფაბიო ბარალდი, საბა ტყეშელაშვილი.