ქართველ ჩოგბურთელთა ბადე უიმბლდონის ტურნირზე

27 ივნისს, ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში სტარტს აიღებს საჩოგბურთო სეზონის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირი – უიმბლდონი.

WIMBLEDON-ის წლევანდელი ტურნირი ისტორიულია ქართული ჩოგბურთისთვის, რადგან სარეკორდო რაოდენობის მონაწილე გვეყოლება.

null

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირზე 22-ე ნომრად არის განთესილი და პირველ მეტოქედ ვეტერანი ლუკაშ როსოლი ეყოლება. 36 წლის ჩეხმა ჩოგბურთელმა თავისი კარიერის ზენიტი დიდი ხანია რაც გაიარა და მატჩის ფავორიტად ქართველი მიიჩნევა, თუმცა მოდუნება არ ღირს, რადგან როსოლი ყოველთვის კარგად თამაშობდა ბალახის საფარზე.

მეორე რაუნდში გასვლის შემთხვევაში ნიკას ფრანგ მეტოქესთან მოუწევს დაპირისპირება – პერი/ჰალისს შორის გამარჯვებულთან. მესამე წრეში გასვლის შემთხვევაში დიდი ალბათობით ამერიკელ რეილი ოპელკასთან მოგვიწევს საჩოგბურთო “ჯახი”, ხოლო 1/8 ფინალურ ეტაპზე ბასილაშვილის და ჯოკოვიჩის გზები იკვეთება.

ნოვაკი ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი (მედვედევი დისკვალიფიცირებულია) და საწყისი რაუნდების გავლა წესით მარტივად უნდა შეძლოს.

null

პირველად თავის კარიერაში, უიმბლდონის ქალთა ერთეულთა თანრიგის ძირითად ბადეში იასპარეზებს ეკა გორგოძე.

საქართველოს პირველი ჩოგანი ტურნირის ირნა კამელია ბეგუსთან დაპირისპირებით იწყებს, თუ ქართველმა წარმატებით გადალახა რუმინული ბარიერი, შემდეგ მეტოქედ აუცილებლად იტალიელი ეყოლება – ტრევიზიან/კოჩიარეტოს შორის გამარჯვებული.

null

მამაკაცთა წყვილთა თანრიგში იასპარეზებს ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველი ჩოგბურთელი მოლდოველ რადუ ალბოტთან ერთადაა ტანდემში და მათი პირველი მეტოქე ბუბლიკი/ვესელის საკმაოდ სახიფათო წყვილი იქნება.

მეორე რაუნდში გასვლის შემთხვევაში ნიკას და რადუს დიდი ალბათობით ავსტრალიურ ტანდემთან მოუწევთ დაპირისპირება – კირიოსი/კოკინაკისი (წელს მოიგეს ავსტრალიის ღია პირველობა).

null

ქალთა წყვილთა თანრიგში ერთბაშად 3 წარმომადგენელი გვეყოლება და ეს ქართული ჩოგბურთისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

რამდენიმე დღის წინ ნათელა ძალამიძემ დათმო რუსეთის მოქალაქეობა და უკვე საქართველოს დროშით ასპარეზობს.

ძალამიძე/კრუნიჩის დუეტი უიმბლდონის ტურნირზე მეცამეტე ნომრად არის განთესილი და პირველ რაუნდში კოვინიჩ/პეტერსონის დუეტს ხვდება. ქართულ/სერბული ტანდემი მატჩის ფავორიტად მიიჩნევა.

ნამდვილად არ გაუმართლა კენჭისყრაში ეკა გორგოძე/ირინა ბარას დუეტს, რადგან პირველივე რაუნდში საკმაოდ რთული მეტოქე შეხვდა – კოლინზი/კრავჩუკი, თუ ქართულ-რუმინულმა წყვილმა წარმატებით დასძლია საწყისი ეტაპი, მეორე წრეში შესაძლოა ქართველთა დაპირისპირებაც ვიხილოთ. იმავე პულში იმყოფება კალაშნიკოვა/პიტერის ტანდემი, რომლებიც უიმბლდონს ბუზკოვა/მიხალიკოვასთან მატჩით ხსნის.

თუ ეკომ და ოქსანამ წყვილთა თანრიგში თავისი პირველი რაუნდის მატჩები მოიგეს, მეორე წრეში ისისნი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, რაც საკმაოდ საინტერესო უნდა გამოდგეს.

null

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი უიმბლდონის საპრიზო თანხა 40,350,000 გირვანქა სტერლინგია(ყველა დროის რეკორდი). ერთეულთა თანრიგის გამარჯვებულები ზუსტად 2 მილიონ გირვანქას მიიღებენ, ხოლო წყვილთა თანრიგის ტრიუმფატორები 540 000-ს.

Leave a comment

Your email address will not be published.