“ქართველ ხალხს ჩემპიონობას დავპირდი, ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ” – გიგა ჭიკაძე

2 კვირაზე ნაკლები რჩება UFC-ს 2022 წლის პირველ ივეთნამდე, სადაც მთავარ ბრძოლაში გიგა ჭიკაძე კელვინ კატარს დაუპირისპირდება. ამ ბრძოლასთან დაკავშირებით, UFC-მ ოფიციალურ იუთუბ არხზე გიგა ჭიკაძესთან ჩაწერილი ინტვერიუ გამოაქვეყნა, სადაც ქართველი მებრძოლი სხვადასხვა თემებზე საუბრობს.

” 2021 წელი მართლაც კარგი იყო, 2 ბრძოლა ჩავატარე – ჩემი პირველი კო-მეინ და მეინ ივენთები, ლეგენდებს შევხვდი და ორივე დავაფინიშე…”

გიგამ ასევე ბავშვობის წლებიც გაიხსენა:

“როცა დავიბადე, საქართველოში რთული პერიოდი იყო. ეს სწორედ ის დროა, როცა საქართველომ საბჭოთა კავშირი დატოვა – უშუქობა, უწყლობა – მთელს ქვეყანას ასეთ რთულ პირობებში გვიწევდა ცხოვრება, თუმცა ეს დამეხმარა რომ ის ადამიანი გავხმდარიყავი, ვინც დღეს ვარ. ახლა უფრო ვაფასებ იმას, რაც მაქვს და სადაც ვარ.”

“მახსოვს, 1993 წელს, მე და მამაჩემი UFC-ს პირველ ივენთს ვუყურებდით. იქ როის გრეისი დავინახე კიმანოში. მე კარატეზე დავდიოდი და როცა კიმონოიანი კაცი დავინახე, ჩემს თავთან დავაკავშირე. გაოცებული ვიყავი, როგორ ამარცხებდა მასზე დიდ და ძლიერ მოწინააღმდეგეებს. სწორედ ამ დროიდან დავინტერესდი და დავისახე მიზნად, გავხმდარიყავი UFC-ს ჩემპიონი.”

მანამ სანამ გიგა UFC-ში იბრძოლებდა, მან დენა უაითის კონტენდერების სერიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ბოლო წუთებში, დასანანი მარცხი განიცადა. ჭიკაძემ ამაზეც ისაუბრა:

“ეს დიდი გამოცდილება იყო. დამეხმარა განვითარებულიყავი, გავმხდარიყავი უკეთესი მებრძოლი. მახსოვს, მთელი 15 წუთი მიმყავდა ბრძოლა, ვდომინირებდი და ბოლო წამებზე დამახჩო მეტოქემ, რომლსაც დღეს აღარავინ იცნობს. მახსოვს ბრძოლის საღამოს დენას კაზინოში შევხვდი, ერთ მაგიდაზე მოგვიწია თამაში – მან მითხრა “ჰეი, არ ინერვიულო. გააუმჯობესე შენი გრეპლინგი და დაბრუნდი”. მე ეს სიტყვები გავითვალისწინე, ჯიუ-ჯიცუზე აქტიურად დავიწყე ვარჯიში, მეტიც ბევრ ტურნირში მივიღე მონაწილეობ, ასევე ჭიდაობასაც დიდი ყურადღება მივაქციე… რამდენიმე მოგების შემდეგ შონ შელბის თავად დავუკავშირდი, მან კი მკითხა თუ რამდენად სწრაფად შევძლებდი 66 კგ-მდე დაკლებას, მე მაშინ დაახლოებით 20კგ-თი მძიმე ვიყავი, თუმცა ეს მაინც გავაკეთე.”

ჟურნალისტის კითხვას, თუ რა არის ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გიგამ შემდეგი პასუხი გასცა:

“ახლა მხოლოდ ქამარზე ვფიქრობ, ეს ისაა რასაც მე ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს დავპირდი, რომ UFC-ს ჩემპიონი გავხდებოდი. ჩვენ პატარა ერი ვართ, ამ დროში არ გყვაყვს ბევრი გმირი, სწორედ ეს მინდა რომ გავხდე.”

Leave a comment

Your email address will not be published.