ქართული დაპირისპირება – პოლონეთში თასის ფინალი გაიმართა

პოლონეთში თასის ფინალი გაიმართა, სადაც ქართველი ფეხბურთელების გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. ვაკო გვილიას და ლუკა გაგნიძის რაკუვი ლეხ პოზნანს დაუპირისპირდა, რომლის რიგებშიც ნიკა კვეკვესკირი გამოდის. მატჩი რაკუვის სასარგებლოდ 3:1 დასრულდა.

ქართველთაგან მოედანზე მხოლოდ ნიკა კვეკვესკირი გამოჩნდა, რომელმაც ბოლო 10 წუთი ითამაშა, გვილია სათადარიგოთა შორის დარჩა, გაგნიძე კი განაცხადში არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ჩემპიონობის მთავარი კანდიდატები სწორედ ლეხი და რაკუვი არიან. გვილია – გაგნიძის გუნდი 65 ქულით პირველ ადგილზეა, ამდენივე ქულა აქვს კვეკვესკირის ლეხს, რომელიც მეტოქეს მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უარყოფითი ბალანსის გამო ჩამორჩება.

Leave a comment

Your email address will not be published.