ქართული დერბი: ბათუმი-შავი ლომი

რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე გათამაშება 11 სექტემბერს ბათუმში, ქართული დერბით იწყება. თასის მფლობელი შავი ლომი პირველივე ტურში დებიუტანტს, საქართველოს ჩემპიონ ბათუმს ეწვევა.

პირველი გათამაშების მსგავსად, ტურნირში ამჯერადაც 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში არიან გადანაწილებული. დასავლეთ კონფერენციაში კვლავინდებურად პორტუგალიური ლუზიტანუში, ესპანური იბერიანსი, ბელგიური დევილსი და ნიდერლანდური დელტა ითამაშებენ.

რუსული კლუბების მოკვეთის შემდეგ, აღმოსავლეთ კონფერენციაში მათი ადგილი რუმინულმა ფრენჩაიზმა ვულვზმა და საქართველოს ჩემპიონმა ბათუმმა დაიკავეს. ამავე ჯგუფში ითამაშებს ქართული ფრენჩაიზი შავი ლომი და ისრაელის თელავივ ჰითი.

ჯგუფური ეტაპიოქ ტომბრის ბოლოს დასრულდება, ნახევარფინალი და ფინალი კი, დეკემბერშია ჩანიშნული.

ჯგუფური ეტაპი
I ტური
11 სექტემბერი
ბათუმი – შავი ლომი

II ტური
17 სექტემბერი
ვულვზი – ბათუმი
18 სექტემბერი
შავი ლომი – ჰითი

III ტური
25 სექტემბერი
შავი ლომი – ვულვზი
ბათუმი – ჰითი

IV ტური
13 ოქტომბერი
ჰითი – შავი ლომი
15 ოქტომბერი
ბათუმი – ვულვზი

V ტური
22 ოქტომბერი
ჰითი – ბათუმი
23 ოქტომბერი
ვულვზი – შავი ლომი

VI ტური
29 ოქტომბერი
შავი ლომი – ბათუმი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *