ქართული დუელი ნბა-ში – ბითაძე vs მამუკელაშვილი

დღეს გამთენიისას, ნბა-ში ქართული დუელი შედგა – გოგა ბითაძემ და მისმა „ინდიანამ“ სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკის“ უმასპინძლა. სასიხარულოა, რომ პარკეტზე ორივე ქართველი გამოჩნდა.
გოგამ 18 წუთში 7 ქულა (5-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო) 9 მოხსნა (7 მეტოქის ფარზე), 1 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა, ხოლო სანდრომ 10 წუთში 2 ქულა(1-1 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი) და 3(1 მეტოქის ფარზე) მოხსნა მიითვალა.

მატჩის საწყისი სამი მეოთხედი ნბა-ს მოქმედმა ჩემპიონმა „მილუოკი ბაქსმა“ მცირე-მცირე სხვაობებით მოიგო 34:30, 32:27, 35:29 და უკანასკნელ 12 წუთიან პერიოდს 15 ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდა. გაიბრწყინა იანის ანტეტენკუმპომ, რომელსაც ერთადერთი პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე 30 ქულა+10 მოხსნა+9 პასი. ბერძენმა კალათბურთელმა ყველა გადამწყვეტ მომენტში საკუთარ თავზე აიღო თამაში და ულიდერა გუნდს.

მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მასპინძლება მეტოქესთან ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს, თუმცა ჯერ ბერძენმა MVP-მ ჩააგდო, რასაც კრის მიდლტონის ზუსტი გასროლა მოყვა პერიმეტრიდან და სტუმრები ანგარიშში ისევ წინ გაიქცნენ.

„მილუოკიმ“ მშვიდად მიიყვანა შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე 119:109. მიმდინარე სეზონში მოქმედ ჩემპიონებს 3 გამარჯვება და 1 მარცხი აქვთ, ხოლო „ინდიანას“ 1 მოგება და 3 წაგება.

“ინდიანას” რიგებიდან საუკეთესო მალცომ ბროგდონი იყო, რომელმაც 25 ქულა, 4 მოხსნა და 7 პასი დააგროვა. უკანასკნელ 4 მატჩში მესამე ორმაგი დუბლი ქონდა ლიეტუველ დომანტას საბონისს 21 ქულა+13 მოხსნა+5 პასი.

“მილუოკიმ” სამ სხვადასხვა მნიშვნელოვან კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე, რამაც გადაწყვიტა კიდეც შეხვედრაში გამარჯვებულის ბედი: კონტრშეტევის შედეგად აღებული ქულები 24:6, დაკარგვების შემდეგ აღებული ქულები 22:6, სამწამიანი ზონიდან აღებული ქულები 58:34.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *