ქართული ლეგიონის ამბები

საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯმა ზურაბ ჟვანიამ ინგლისური ვოსფსი დატოვა და საფრანგეთში დაბრუნდა. ქართველი პირველხაზელი კარიერას ელიტური, მეორე დივიზიონის გრენობლში განაგრძობს. კონტრაქტი ორწლიანია.

ჟვანიას ვოსფში პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც პანდემიის გამო კლუბის შეთავაზებაზე ხელფასი შეემცირებინა უარი თქვა. ამის გამო მას თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში არ ათამაშებდნენ. საბოლოოდ, როგორც უკვე ვთქვთ ქართველი მორაგბე გუნდს დაემშვიდობა.

გრენობლი, ამბიციური კლუბია. გასულ სეზონში გუნდმა მე-6 ადგილი დაიკავა და პლეი ოფში ითამაშა. ალპელები მომავალ სეზონშიც პირველ დივიზიონში დაბრუნებისთვის იბრძოლებენ. აღსანიშნავია, რომ ჟვანიას გარდა ამ კლუბში კიდევ ხუთი ქართველი ირიცხება. ესენი არიან: ილია კაიკაციშვილი, ლუკა გოგინავა, ნიკა ღვალაძე, ირაკლი აფციაური და გუგა ღანიაშვილი.

***

Возможно, это изображение (1 человек и текст «DAX NATIONALE CHAMPIONNAT BIENVENUE lamaz MCHEDLIDZE CENTRE THERMES BERN 1อ0 BEROT DAX MAIL SEYLAN 1m95 GRAND DAX AGGLOMERAT 28 ans 108 kg ROUENNORMANDIE Saison 2021- 2022»)

ელიტური, მეორე დივიზიონის რუენი დატოვა და ნასიონალ ლიგის დაქსში გადავიდა საქართველოს ნაკრების უკანახაზელი თამაზ მჭედლიძე. რუანმა გასულ სეზონში მე-14 ადგილი დაიკავა და ელიტაში ადგილის შენარჩუნება შეძლო.

დაქსისთვის ნასიონალ ლიგაში მე-6 ადგილი წარმატებად ვერ ჩაითვლება, რადგან პლეი ოფში აქ ოთხი გუნდი გადის. დაქსელები, რომელთა რიგებშიც მჭედლიძის გარდა მიხეილ კელენჯერიძე და ლაშა ლომიძე იასპარეზებენ, მომავალ სეზონშიც ელიტური, მეორე დივიზიონში აღზევებისთვის იბრძოლებენ.

***

Возможно, это изображение (1 человек и текст)

ახალი კონტრქტები გააფორმა კიდევ რამდენიმე ქართველმა მორაგბემ. მესამეხაზელი ბექა ბიწაძე მომავალი სეზონიდან ფედერალ1-ის ნიორის შემადგენლობაში ითამაშებს. პირველ ხაზელმა ლუკა ჭელიძემ კი, ორწლიანი კონტრაქტი ელიტური, მეორე დივიზიონის ბაიონთან გააფორმა, სადაც მისი თანაგუნდელი საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე იქნება.

შერკინების კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი და ბურჯი ნიკა ნეფარიძე კარიერას ნასიონალ ლიგის ნიცაში განაგრძობენ. ამ გუნის მთავარი მწვრთნელი დავით ბოლღაშვილია. ნიცელებმა რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულეს და მეორე დივიზიონში გადასვლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ.

***

ნასიონალ ლიგაში დაქვეითებული ანგულემი დატოვა და ბურგ ან ბრესში გადაბარგდა ზაურ თევდორაშვილი. ბურგელები მეორე დივიზიონში წლეულს დაწინაურდნენ. სამაგიეროდ ანგულემს გააძლიერებენ ომარ ოდიშვილი და შოთა გოგისვანიძე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *