ქართული ფრენჩაიზი შავი ლომი

პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი “შავი ლომი” სექტემბრიდან ახალ საკლუბო ტურნირში, ევროპის სუპერთასის გათამაშებაში ჩაერთვება, რომელიც რაგბი ევროპის ეგიდით ტარდება.

 

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ როგორც კლუბები, ასევე ფრენჩაიზები. უკვე ცნობილია, რომ პირველი სუპერთასისთვის რვა გუნდი იბრძოლებს – თითო საქართველოდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან, ისრაელიდან და ორი რუსეთიდან.

 

პირველ ეტაპზე მონაწილე გუნდები რეგიონალური პრინციპით ორ კონფერენციად დაიყოფიან.

 

აღმოსავლეთ კონფერენციაში ითამაშებენ: შავი ლომი (საქართველო), ენისეი (რუსეთი), ლოკომოტივი პენზა (რუსეთი), თელავივ ჰითი (ისრაელი);

 

დასავლეთ კონფერენციაში ითამაშებენ: ბრიუსელს დევილზ (ბელგია), დელტა (ნიდერლანდები), ლუსიტანოს XV (პორტუგალია), იბერიანზ (ესპანეთი).

 

ევროპის სუპერთასის ჯგუფური ეტაპი სექტემბერში დაიწყება. გუნდები შინ და გარეთ ექვს ტურს ითამაშებენ – ორ-ორს სექტემბერში, ოქტომბერში და დეკემბერში.

 

თითოეული კონფერენციის ორ-ორი მოწინავე ნახევარფინალში გავა და პირველადგილოსნები მეორეებს აპრილში ეთამაშებიან, ფინალი კი მაისში გაიმართება. სამომავლოდ იგეგმება, რომ მონაწილეთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდოს.

Возможно, это художественное изображение (большая кошка)

 

ბაჩო ხურციძე, საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე პრეზიდენტი:

“ფრენჩაიზი ქართული რაგბის განვითარების ქვაკუთხედია, მთავარი კომპონენტია მისი წინსვლისთვის და უმნიშვნელოვანესი იყო მისი შექმნა. სულმოუთქმელად ველით ევროპის სუპერთასის დაწყებას და მასში ჩვენი ახალი გუნდის ჩართვას. გვაინტერესებს, როგორ განვითარდება ეს პროექტი. პირველი თამაშები სექტემბერშია დაგეგმილი და გულშემატკივარს ნამდვილი სარაგბო ზეიმი ელით.

მიუხედავად იმისა, რომ სამომავლოდ გვსურს ჩვენმა ფრენჩაიზმა უფრო ძლიერ ტურნირებში მიიღოს მონაწილეობა, ამ ეტაპზე რაგბი ევროპის სუპერთასში ჩართვა, ამ ახლად შექმნილი ფრენჩაიზისთვის ზედგამოჭრილია. მასში საკმაოდ ძლიერი გუნდები მონაწილეობენ და მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. გარდა ამისა, სამომავლოდ ევროპის სუპერთასი გახდება ჩელენჯ კაპის შესარჩევი ეტაპი. პარალელურად, გვაქვს მოლაპარაკება სამხრეთ აფრიკასთან და ჩვენი ფრენჩაიზი „ქარი კაპშიც“ მიიღებს მონაწილეობას.

 

რატომ შავი ლომი? გულშემატკივრები ბორჯღალოსნებს ხშირად მოიხსენიებენ ლომებად. მსგავსი სახელით სპორტულ სივრცეში არცერთი გუნდი არ არის. არაოფიციალურ სარაგბო ჰიმნში არის ფრაზა –  „თავისუფლება ლომთა ხვედრია“. გარდა ამისა, ინსპირაცია იყო ცნობილი ქართველი მხატვრის ნახატი შავი ლომი, რაც მისი ფანტაზიის ნაყოფია და სხვადასხვა ვარიანტებიდან არჩევანი ამ სახელზე შევაჩერეთ”

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *