ნბა-ს ლეგენდარულმა ცენტრმა ქარიმ აბდულ ჯაბარმა განაცხადა, რომ ძალიან გაუხარდება, თუ მის რეკორდს ლებრონ ჯეიმსი მოხსნის.
„მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როდესაც ლებრონ ჯეიმსი შეძლებს და მოხსნის ჩემს რეკორდს. ვთვლი რომ რეკორდები მხოლოდ ინდივიდუალური მიღწევა არ არის, ეს მთელს მსოფლიოს ეკუთვნის.
თუ ერთ ადამიანს შეუძლია ამის გაკეთება, რაც მანამდე უტოპიად ჩანდა, ეს ნიშნავს რომ სხვებსაც შეუძლიათ და მათაც იმედს უჩენს.
1954 წელს როჯერ ბანისტერმა 1 მილი 4 წუთში გაირბინა, ამის შემდეგ მისის რეკორდი 1400-მა მორბენალმა გააუმჯობესა, ხოლო ახლანდელი შედეგი 17 წამით უსწრებს როჯერის დაწესებულ თამასას.
ვიღაც ყოველთვის აუმჯობესებს ძველ რეკორდს და ამით ყველანი მოგებულები ვრჩებით. თუ ლებრონი მოახერხებს და მოხსნის ჩემს რეკორდს, მე ამით ბედნიერი ვიქნები და პირველი მივულოცავ მას“ – განაცხადა ქარიმმა.
შეგახსენებთ, რომ ნბა-ს ისტორიაში(რეგულარული სეზონი, არ იგულისხმება პლეიოფი) ყველაზე მეტი ქულა ქარიმ აბდულ ჯაბარს აქვს აღებული – 38387, მეორე ადგილზე კარლ მელოუნია 36928, მესამეზე ლებრონ ჯეიმსი 35367.