ქაჯაიას ვერცხლი… წაგება ლეგენდასთან

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ ფინალი წააგო… მეტოქე ცოცხალი ლეგენდა, კუბელი მუაინ ლოპეს ნუნიესი გახლდათ. წარმოიდგინეთ, კუბელმა მე-4 ოლიმპიური ოქრო მოიგო! ამით რუსი კარელინის რეკორდი მოხსნა (3 ოქრო).

 

ქაჯაიასთვის ვერცხლი მშვენიერი შედეგია და ვულოცავთ! ვაღიაროთ, რომ ლოპეს ნუნიესთან ვერაფერი გაახერხა, დიდი შანსი არც ჰქონია.

 

საქართველოსთვის ეს მეექვსე მედალია: 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *