მანჩესტერ სიტის ჭაბუკმა ნახევარმცველმა ფილ ფოდენმა ევრო 2020-ის დაწყების წინ თმები ღია ქერად შეიღება და ამით ლეგენდარული პოლ გასკოინის 25-წლისწინანდელი ვარცხნილობა გაიმეორა.
ალბათ გახსოვთ, ევრო 96-ის მატჩში შოტლანდიის ნაკრების კარში გაზას მიერ გატანილი ფანტასტიკური გოლი, როცა მეტოქე კოლონ ჰენდრის ბურთი თავზე გადაუგდო და აუღებელი დაარტყა. გაზას მაშინ სწორედ ასეთი ვარცხნილობა ჰქონდა.
„თავიდან ეს მხოლოდ ჩემი საქმე იყო, მაგრამ შემდეგ ნაკრების წევრებს შევთავაზე: თუ ევროს მოვიგებთ, ყველამ ქერად შევიღებოთ თმები – მეთქი. ბიჭები დამთანხმდნენ,“ – ამბობს ფოდენი.