ლეო მესისთვის საშობაო არდადეგების დრო დადგა და ის ოჯახთან ერთად არგენტინაში ისვენებს. თუ მათ ინსტაგრამებში გამოქვეყნებული ფოტოებით ვიმსჯელებთ, მოწყენილები ნამდვილად არ უნდა იყვნენ.
ლეოს მეუღლემ, ანტონელა როკუცომ კი თაყვანისმცელმლებს სიურპრიზი შესთავაზა, თმა ქერად გადაიღება და ასე წარსდგა საზოგადოების წინაშე. ღია ფერები ეტყობა ანტონელას ახალი ჰობია, თუ ფოტოზე მის, ლეოსა და ბავშვების ჩაცმულობას დავაკვირდებით, კითხვები აღარ გაგვიჩნდება.