ქეცბაიამ აპოელს მოუგო, ქვილითაიამ ყოფილ გუნდს გაუტანა (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატში თემურ ქეცბაიას ანორთოსიმა აპოელს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. სტუმართაგან გოლი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. შეგახსენებთ, რომ სეზონის დაწყების წინ ქვილითაია, დაუშვილი და ოქრიაშვილი აპოელში სწორედ ანორთოსისიდან გადაბარგდნენ.

ანორთოსისიდან გიორგი ლორიამ 90 წუთი ითამაშა, ნიკა კაჭარავა და ნიკა ნინუა სათადარიგოზე ყოფნით შემოიფარგლნენ. აპოელის რიგებში მოედანზე 90 წუთი გაატარა გიორგი ქვილითაიამ, ბუბა დაუშვილი თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო, თორნიკე ოქრიაშვილი კი დისკვალიფიკაციის გამო არ იყო.

ანორთოსისი 6 ქულით მე-7 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას აელთან გამართავს, აპოელი 3 ქულით მე-11 ადგილზეა და მომდევნო ტურში ეთნიკოსს დაუხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *