ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრები ჩაიბარა

თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების ახალი მწვრთნელია. ინფორმაცია goal.philenews.com-მა გაავრცელა. კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციას და ქეცბაიას შორის, შეთანხმება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლომდე შედგა. აქვე გეტყვით, რომ თემურს სამწვრთნელო შტაბში ქართველი დამხმარეები ეყოლება.

ქეცბაიას კვიპროსის ნაკრების მწვრთნელის რანგში დებიუტი 24 სექტემბერს ექნება, როცა კვიპროსელები აეკ არენაზე ერთა ლიგის მეხუთე ტურში, საბერძნეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ. ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფში, კვიპროსის ნაკრები 2 ქულით მეოთხე ადგილზეა. ბოლო 2 ტურში კვიპროსელები ჯერ საბერძნეთის ეროვნულ გუნდს, შემდეგ კოსოვოს ნაკრებს შეხვდებიან.

ქეცბაიამ სამწვრთნელო კარიერა ანორთოსისში დაიწყო. შემდეგ იყო ოლიმპიაკოსი, საქართველოს ნაკრები, ათენის აეკი, ორენბურგი, კვლავ ანორთოსისი და ახლა უკვე კვიპროსის ნაკრები.

Leave a comment

Your email address will not be published.