თემურ ქეცბაიას დამოძღვრილმა ანორთოსისმა კვიპროსის ჩემპიონატში აპოელს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ, აპოელიდან გიორგი ქვილითაია ტრავმის გამო მე-19 წუთზე შეცვალეს, თორნიკე ოქრიაშვილი პირველი ტაიმის მერე გამოცვალეს, ბუბა დაუშვილს კი ტრავმის გამო არ უთამაშია.
აღსანიშნავია, რომ ანორთოსისის ლიდერმა ვარდამ გოლი გიორგი ქვილითაიას სტილში აღნიშნა. ეს ის ვარდაა, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ ქართვლე ფორვარდთან კონფლიქტი ჰქონდა.
ლორიაზე ცალკცე უნდა ითქვას, ქართველი მეკარე კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა. 36 წლის კიპერმა ამ მატჩში შესანიშნავი სეივი შემოგვთავაზა. ამ დროს ანგარიში 1:0 იყო და არავინ იცის გათანაბრების შემთხვევაში მოვლენები როგორ განვითარდებოდა.
რაც შეეხება ქეცბაიას, აპოელი მისთვის უცხო გუნდი არ არის. 54 წლის მწვრთნელი აპოელს 2015-16 წლების სეზონში ხელმძღვანელობდა და კვიპროსის ჩემპიონი გახდა.
ანორთოსისი 43 ქულით მე-3 ადგილზეა, აპოელი კი 44 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.