ქეცბაიას ანორთოსისში კიდევ ერთი ქართველი მიჰყავს

თემურ ქეცბაიას დამოძღვრილ ანორთოსისში უკვე სამი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. გიორგი ლორიას და ნიკა კაჭარავას ნიკა ნინუაც დაემატება. 22 წლის ნახევარმცველი პაოკიდან ანორთოსისში 1 წლიანი იჯარით გააგრძელებს კარიერას.

ნინუა პაოკში 2020 წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან გადავიდა. ბერძენთა რიგებში მას საკმაოდ ცოტა სათამაშო დრო ეძლეოდა. ქართველმა შუახაზელმა სალონიკელთა მაისურით 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ანორთოსისს, გუნდმა წინა სეზონში კვიპროსის თასი მოიგო, ამ სეზონში კი კონფერენს ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. ქეცბაიას გუნდის მეტოქეები ჯგუფში პარტიზანი, გენტი და ფლორა იქნებიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *