ქველმოქმედი ბიჭი – რამდენი დახარჯა მბაპემ ქველმოქმედებაში ბოლო 4 წლის მანძილზე

კილიან მბაპე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. გარდა საფეხბურთო მონაცამებისა, როგორც ჩანს იგი ქველმოქმედებითაც გამორჩეულია.

L’Equipe-ს ცნობით, პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, 4 წლის მანძილზე ქველმოქმედებაში 1.5 მილიონი ევრო დახარჯა. იგი სხვა და სხვა ბავშვთა ფონდებს დაეხმარა და კვლავაც აგრძელებს კარგის კეთებას.

მბაპე პსჟ-ში 2017 წლის ზაფხულში მონაკოდან გადავიდა. ამ სეზონში მის ანგარიშზე 11 მატჩი და 4 გოლია. შეგახსენებთ, რომ ფრანგის მიმართ კვლავ არაერთი ცნობა ვრცელდება. იწერება, რომ მისი გადაბირება რეალს სურს და ეს ტრანსფერი თავად კილიანსაც უნდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *