ქვილითაიამ აპოელს ანორთოსისთან მოაგებინა (ვიდეო)

კვიპროსის თასზე ერთგვარი ქართული დერბი გაიმართა. აპოელი ანორთოსისს შეხვდა და 2:1 დაამარცხა. 52-ე წუთზე როცა ანგარიში 1:1 იყო, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.

არახალია, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 21 მატჩი და 13 გოლია.

ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, ასევე ძირითადში იყო თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც მოედანი 77-ე წუთზე დატოვა, ბუბა დაუშვილი კი განაცხადში არ ყოფილა. რაც შეეხება თემურ ქეცბაიას დამოძღვრილ ანორთოსისს, გიორგი ლორია სათადარიგოთა სკამზე გახლდათ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *